ფოთის მოსახლეობა მალე ყოველდფღიურ წყალმომარაგებაზე გადავა
ქალაქ ფოთში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ მინისტრ ნიკოლაიშვილს განუმარტა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ფოთში წყალმომარაგების მხრივ რთული ვითარება იყო. მოსახლეობა სასმელ წყალს ყოველ მეორე, ან მესამე დღეს 5 საათიანი გრაფიკით და დაბალი წნევით იღებდა.
ამ ეტაპზე დაგეგმილია ფოთის წყალსადენი ქსელის სრული რეაბილიტაცია. შეიცვლება წყალმომარაგების მილები, რომელთა საერთო სიგრძე 103 კმ-ია.
ფოთის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ფოთი ყოველდღიურ, რვა საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.