ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 8 მილიონი მოხმარდება, საპროექტო სამუშაოები დაწყებულია


2021-10-12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია,  რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად,  ქალაქ ტყიბულში , წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები  მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი სისტემების მშენებლობა.

პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან  8 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ტყიბულში მოსახლეობისთვის  წყლის მიწოდება  შაორის წყალსაცავიდან ხორციელდება, საიდანაც მარაგდება ქალაქის დაახლოებით 70%.ქალაქში  არსებული სათავე ნაგებობა აშენებულია 1958 წელს და  რეაბილიტაციას საჭიროებს. უამინდობის დროს სათავზე წყალი იმღვრევა, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

აღნიშნული პროექტის   ფარგლებში დაგეგმილია არსებული და ახალი რეზერვუარების, სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია- მშენებლობა, გარდა ამისა მოეწყობა მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

შედეგად, ტყიბულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

 

 




სიახლეები