წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ კომერციულ საკითხებში ბექა ბარბაქაძე დაინიშნა
ბექა ბარბაქაძეს სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, ამავე კომპანიაში არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა. 2018 წლიდან იყო კონსულტანტი რეგიონულ ფილიალებთან და სერვის ცენტრებთან ურთიერთობის საკითხებში, ამის პარალელურად იკავებდა ქუთაისის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას. 2016-2018 წლებში იყო რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. 2015-2016 წლებში კი დირექტორის მრჩევლი. 2014-2015 წლებში ამავე კომპანიის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. 2011-2014 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იკავებდა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის აპარატის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელად. გარდა ამისა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტში იყო სატყეო დეპარტამენტის თავჯდომარის თანაშემწე რეგიონალურ საკითხებში.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა არაერთ ტრენინგში.
ბექა ბარბაქაძე განათლებით სამართალმცოდნეა.
2002 - 2007 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალის განხრით. მოპოვებული აქვს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.