სენაკის მოსახლეობის 70% ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავიდა


2011-03-28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სენაკის მოსახლეობის 70%-ს წყალი ყოველდღიურად, ხოლო 30%-ს  ყოველ მეორე დღეს 8-11 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. 

სენაკის წყალმომარაგების სისტემაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის მთავარ სატუმბო სადგურს და საქლორატოროს, დამონტაჟდა ახალი ტუმბო დანადგარი და უნიკალური მობილური ლაბორატორია, რომელიც ადგილზე ახდენს წყლის მიკრო ბიოლოგიურ და ქიმიურ ანალიზს. ასევე, შეიცვალა ქალაქის წყალმომარაგების ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირრექტორმა ირაკლი კვაშილავამ სენაკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ზაზა გოროზიასთან ერთად წყალმომარაგების სისტემაში არსებული მიღწევები შეაფასეს. 
 




სიახლეები