გარდაბნის სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება


2021-09-14

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გარდაბნის ექვსი სოფლის   წყალმომარაგებისთვის სისტემების

მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

პროექტის შედეგად, სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე, უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივები წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ.

სამუშაოებით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემებისა და რეზერვუარის მოწყობა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 70% შესრულებულია.

პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის ინვესტიცია  გამოიყო




სიახლეები