გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიას შეხვდა
2017-02-15
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე (EIB) ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები განიხილა.
მხარეებმა, ასევე იმსჯელეს ქუთაისის კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის დაგეგმილ პროექტზე.
ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში წყალმომარაგების პროექტების განსახორციელებლად ჯამში 180 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.