გიორგი კობერიძემ კახეთის გუბერნატოთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


2017-02-10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს და დეტალურად განიხილეს სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის ყველა ის პროექტი, რომელსაც თითოეულ მუნიციპალიტეტში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფოდი ახორციელებენ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო წყალმომარაგების ქსელების მოდერნიზაციისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებს.

 

 




სიახლეები