დაბა ჩოხატაურს მალე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება


2011-03-13

დაბა ჩოხატაურში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. Mმიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ერთად მოინახულა და გურიის რეგიონალ ფილიალს ბრიტანული წარმოების ახალი ექსკავატორ-მტვირთავიც გადასცა, რაც კომპანიას წყალმომარაგების სისტემაში წარმოქმნილი დაზიანების აღმოფხვრაში დაეხმარება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, აშენდა ორი ათასი კუბური მეტრის მოცულობის წყლის რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო. ამჟამად ქუჩების დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"გაკეთდა წყლის შემკრები, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიანად მოუგვარებს წყლის პრობლემს ჩოხატაურს. ეს ჩვენი დანაპირებია, რომელსაც ვასრულებთ. ჩვენ ამ რეგიონში სპეცტექნიკა ჩამოვიყვანეთ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაზიანების მოკლე დროში აღმოფხვრა",- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

აღნიშნული პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, როგორც ჩოხატაურს, ასევე სოფელ ჩაისუბანს.




სიახლეები