სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო


2021-08-26

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ დაიწყო საპროექტო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის.

დღეის მდგომარეობით სამივე სოფელს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, წყლის არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურებს და რეზერვუარებს,

მოეწყობა ჭაბურღილი, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, სატუმბი სადგური.

კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები რვა თვეში, სამშენებლო კი 13 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 7 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, სამივე სოფლის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 




სიახლეები