ავსტრიულ კომპანია ’’PPCE’’-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ავსტრიულ საერთაშორისო კომპანია "Posch & Partners Consulting Engineers"-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და "Posch & Partners Consulting Engineers"-ის საქათველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელგუჯა გუჯაბიძემ მოაწერეს.
ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია მე-5 ტრანშის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს: ზუგდიდისა და მესტიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ასევე ზუგდიდის წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას.
"PPCE"-ს წყალმომარგების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 250-მდე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. /public/source/Publication of Award of Contract.pdf