საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი, ბრიტანული წარმოების ექსკავატორ-მტვირთავები ექნება


2011-03-01

 საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  ახალი, ბრიტანული წარმოების  ექსკავატორ-მტვირთავები ექნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და  ,,ევროპის საინვესტიციო ბანკის" დაფინანსებით "წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის" ფარგლებში უახლესი ტექნიკა შეისყიდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  ბრიტანული წარმოების ექსკავატორ-მტვირთავები  პირადად გადასცა. მოგვიანებით  რამაზ ნიკოლაიშვილმა კომპანიის თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა, სადაც 2011 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

8 ერთეული  ახალი, საერთაშორისო სტანდარდარტების ექსკავატორ-მტვირთავები  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ოფისებს უკვე გადაეცა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საკუთარი ძალებით, ოპერატიულად და ეფექტურად მოახდინოს დაზიანებების ლოკალიზაცია და წყლის სისტემების რეაბილიტაცია. წყალმომარაგების კომპანიას უახლოეს დღეებში, კიდევ 20 ერთეული ექსკავატორ-მტვირთავი გადაეცემა.




სიახლეები