სოფელ მუღანლოს უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება


2021-08-17

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის მოწყობა, გარდა ამისა აშენდება ორი რეზერვუარი.

სამუშაოებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო.

პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეული წლების შემდეგ, პირველად ისარგებლებს.




სიახლეები