ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება


2017-02-04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“ დირექტორმა ბეჟან მამედოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქ. ჯვარის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ.

პროექტი წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქ, ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება.სამუშაოების დასრულების შემდეგ, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი, რომლის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 19 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“-ს განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტები. კომპანია ახორციელებს წყალმომარაგების ინფრასტქუტურის გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტებს როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში.

 




სიახლეები