ბილინგის ახალი, უპრეცენდენტო სისტემა საქართველოში
2011-01-31
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბილინგის ახალი ელექტრონული მართვის სისტემის პრეზენტაცია მოეწყო.
ანგარიშგების აღნიშნული ერთიანი ინტერნეტ-სისტემა უპრეცენდენტოა საქართველოში. ბილინგის, ანუ შემოსავლების მიღების მსგავსი მეთოდით სხვა არცერთი კომპანია არ მუშაობს. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მონაცემთა ბაზაში შეცდომების ალბათობას მთლიანად გამორიცხავს. ახალი სისტემის მიხედვით, აბონენტთან მისული ინკასატორი ადგილზევე იწერს მრიცხველის მონაცემებს და მობილური ტელეფონის საშუალებით ონლაინ-რეჟიმში უგზავნის ბილინგის მონაცემთა ბაზას. ინკასატორის მხრიდან სისტემაში მცდარი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, მონაცემთა ბაზა მკაფიო სიგნალით რეაგირებს, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს, შეცდომების ალბათობას.
პროექტი, რომლის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ესწრებოდნენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან ამუშავდება.