ელექტროენერგიის გათიშვის გამო სიღნაღს, ნუკრიანს, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს წყალმომარაგება შეეზღუდა


2021-07-10

დღეს დილას, 04.30 საათზე, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე დაფიქსირდა დაზიანება და შეწყდა ელექტრომომარაგება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე წყლის სატუმბი სადგურიდან ვერ მოხერხდა რეზერვუარის შევსება, რის გამოც, ქალაქ სიღნაღში, ნუკრიანში, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი დროის განსაზღვრა თუ როდის აღდგება წყალმომარაგება. შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ. შეზღუდვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.




სიახლეები