ელექტროენერგიის გათიშვის გამო ქალაქ დედოფლისწყაროს წყალმომარაგება შეეზღუდა
2021-07-03
2 ივლისს, 21.30 საათზე ქალაქ დედოფლისწყაროში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გამო, „მაზოვკის“ წყლის სატუმბი სადგურიდან ვერ მოხერხდა რეზერვუარის შევსება, შესაბამისად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი დროის განსაზღვრა თუ როდის აღდგება დედოფლისწყაროში წყალმომარაგება. შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ. შეზღუდვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს.