სენაკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.
ამჯერად, კომპანია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას ახორციელებს.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება, ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.