ოზურგეთში ცენტრალური უბნების მოსახლეობა წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს


2021-06-22

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, დასრულების ფაზაშია ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით, წყალმომარაგების მოძველებული სისტემის გამო ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც.

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს 5 ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და 4 ქუჩის კანალიზაციის სისტემის განახლებას. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მოეწყობა წყალარინების სატუმბი სადგური.

პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 120 ადამიანი წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.




სიახლეები