მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
2021-06-14
წყალმომარაგების კომპანია ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას აქტიურად განაგრძობს.
სოფელ მატანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მოსახლეობა ძირითადად საუბნო ონკანებით სარგებლობს.
პროექტით გათვალისწინებულია 4 სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ მატანში მცხოვრები 5000-მდე ადამიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.