წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ ნინო ნაროზაშვილი დაინიშნა


2021-06-11

ნინო ნაროზაშვილს სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, ამავე კომპანიაში იკავებდა დირექტორის მრჩევლის პოზიციას, სახელმწიფო შესყიდვებისა და ადმინისტრაციულ საკითხებში. 2019-2021 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე. მანამდე კი, საავტმობილო გზების დეპარტამენტში იკავებდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2018 წელს იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლი. მას 2006-2018 წლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არაერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს იყო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. მანამდე, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
ნინო ნაროზაშვილი პროფესიით მაკროეკონომისტია. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი. არის ეკონომიკისა და ბიზნესის მაგისტრი.




სიახლეები