კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში წყალმომარაგების ახალი სისტემები ეწყობა


2021-06-08

წყალმომარაგების კომპანია, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ აღაიანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.
 
დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, მოსახლეობის ნაწილი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს, ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.
 
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის, რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია.
 
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
 
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.




სიახლეები