ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის რეგიონის მენეჯერებს ახალი დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე წარუდგინა


2021-05-06

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონის მენეჯერებს ახალი დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე წარუდგინა.

შეხვედრისას, ილია ბეგიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურლ პროექტებზე და აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული ფილიალების მაქსიმალურად ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა.

,,ბოლო წლებში წყალმომარაგების საქმიანობის კუთხით მოხდა გარდატეხა და გადაიდგა მნიშვლოვანი ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ დავასრულეთ მასშტაბური პროექტები ქუთაისში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და რამდენიმე დასახლებაში. ასევე, მიმდინარე და შემდგომ წლებში დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, რაც გულისხმობს მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას, ახალი სისტემების მშენებლობას და მეტი მომხმარებლის უზრუნველყოფას სტაბილური წყლის მიწოდებით. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სექტორში არსებული გამოწვევები დავძლიოთ და ჩვენ თანამოქალაქეებს გავუუმჯობესოთ წყალმომარაგების სერვისი“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელს, გუნდთან ერთად წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.




სიახლეები