სემინარი საქართველოს რეგიონებში ნარჩენი წყლებისა და სანიტარული ჰიგიენის გაუმჯობესების სტრატეგიის შესახებ
2010-11-03
მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრომ, გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნარჩენი წყლებისა და სანიტარული ჰიგიენის საკითხების მართვისადმი მიძღვნილი ერთობლივი სემინარი ჩაატარა. მსოფლიო ბანკის ექსპერტების ქრისტოფერ შმანდტისა და მერიელ ლებლანის მიერ წარმოდგენილ იქნა ორი პრეზენტაცია; “ნარჩენი წყლების მართვის შეფასება და ტექნიკური ალტერნატივები პატარა ქალაქებისთვის” და “სანიტარული მდგომარეობა საქართველოს სოფლებში”.
წარმოდგენილი ანგარიშები გვიჩვენებს თუ რა სარგებლობას მოუტონს საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებს ნარჩენი წყლებისა და სანიტარული ჰიგიენის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საქმიანობა.
პრეზანტაციის შემდეგ მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია სამომავლო მოკლევადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე.
სემინარს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ევროკავშირის, აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს, გაეროს საერთაშორისო ბავშთა ფონდის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.