წყალმომრაგების გრაფიკი დღითიდღე უმჯობესდება
2010-10-26
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით, წყალმომრაგების გრაფიკის გაუმჯობესებისა და დასტაბილურებისთვის ინტენსიურად მუშაობს.
წალკაში მოსახლეობის 80%–ს კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით მიეწოდებოდა წყალი, მას შემდეგ რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ პრობლემის გადაჭრაში ჩაერთო, წალკის მოსახლეობას წყალმომრაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდა. იმ 80% –ს რომელსაც წყალი შეზღუდვით მიეწოდებოდა, დღეს 24 საათიანი გრაფიკი აქვს. მოსახლეობის 20%, რომელიც ფაქტობრივად უწყლოდ იყო დარჩენილი დღეს კვირაში სამჯერ 5 საათიით იღებს წყალს. გაერთიანებული წყალკმომრაგების კომპანია ინტენსიურად მუშაობს დარჩენილი 20%–ის 24 საათიან გრაფიკზე გადასაყვანად.
ქუთაისის მოსახლეობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყალს ორ დღეში ერთხელ 5 საათით იღებდა. არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სამუშაოების დაჩქარების მიზნით, ქალაქს რამდენიმე დღით წყალი შეზღუდვებით მიეწოდებოდა. დღევანდელი მონაცემებით მოსახლეობის 30% წყალს ყოველდღიურად 6 საათით იღებს.
მარნეულის რაიონსა და მის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის 40% –ს წყალმომრაგება ფაქტობრივად არ ქონდა. გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად , მოსახლეობას წყალი, კვირაში სამჯერ 6 საათით, სტაბილურად მიეწოდებათ.