წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მარტვილის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


2021-03-23

წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.შეხვედრის ფარგლებში ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პრაქტიკულად აჩვენეს თუ როგორ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

მოზარდებმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში.შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სუფთა სასმელი წყლის მნიშვნელობისა და მისი რესურსების სწორად გამოყენების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

წყალმომარაგების კომპანია ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით უერთდება წყლის მსოფლიო დღეს,რომლის მიზანია საზოგადოებაში წყლის ხარისხთან და მის რაციონალურად გამოყენებასთან დაკაშირებით ცნობიერების ამაღლება. 1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის მსოფლლიო დღეა.

 




სიახლეები