6 დიდი ქალაქის დაპროექტება იწყება


2010-10-19

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ და კოკს-კონსალტინგის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარსტენ გრიზემ ხელი მოაწერეს 6 დიდი ქალაქის დაპროექტების ხელშეკრულებას.

 
შეგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკი გრძელვადიანი სესხს  გამოყოფს. საქართველოს ექვს ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებისათვის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 500მლნ. აშშ. Dდოლარის ფარგლებში შესრულდება.  
• ქუთაისი
• ფოთი
• ზუგდიდი
• ანაკლია
• მესტია
• მარნეული
 
 
დღევანდელი ხელშეკრულების მიზანია, წყალმომრაგებისა და წყალარინების სისტემების დეტალური საინჟინრო პროექტებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის ვადაში, კოკს-კონსალტინგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და წყალმომრაგების კომპანიას ყველა პროექტი დასრულებული უნდა ჩააბაროს, რის შემდეგაც აზიის განვითარების ბანკი 500მლნ. აშშ. დოლლარს გამოყოფს და ექვსივე ქალაქში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 
 




სიახლეები