ზუგდიდში დამატებით 8 ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს


2021-03-01

წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ზუგდიდში, დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა. აღნიშნული პროექტით ასევე ისარგებლებს სოფელ ინგირში, კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, დამატებით    2 000-მდე ადამიანი წყალარინების ახალი სისტემით ისარგებლებს.

გარდა ამისა, კომპანიამ უკვე დაასრულა ქალაქ ზუგდიდის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა. პროექტის შედეგად 54 000-მდე ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებითა და კანალიზაციის განახლებული ინფრასტრუქტურით არის უზრუნველყოფილი.




სიახლეები