იურიდიულ პირთა გამრიცხველიანების ვადა ამოიწურა!


2010-10-04

გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციების გამრიცხველიანება დაასრულა. 1 ოქტომბრის მონაცემებით სულ გამრიცხველიანდა   3 675 ობიექტი. შედეგმა,  წინასწარ გაწერილ გეგმას გადააჭარბა, რომლის მიხედვითაც სულ გასამრიცხველიანებელი ობიექტების  რაოდენობა  3 580–ს შეადგინდა. გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის,  გამრიცხველიანების სამსახურის, საბოოლოო მონაცემებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების გამრიცხველიანება, ახალი ორგანიზაციების ხარჯზე,  გადაჭარბებით მოხდა და 103 % –ს გაუტოლდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიამ გამრიცხველიანების პირობებსა და პირობების არშესრულების შემთხვევაში სადამსჯელო სანქციებზე, სრული ინფორმაცია, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით არაერთხელ გაავრცელა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ორგანიზაცია 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე არ მოახდენდა საკუთარი ობიექტის გამრიცხველიანებას, საქართველოს  ენერგეტიკისა და  წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული  კომისიის  დადგენილებით,   დაეკისრებოდა ჯარიმა, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, მომხმარებლის მიერ გამოყენებული  დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და  მისი 12 საათიანი გამოყენების ნამრავლით. 
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციას,  გაფრთხილების გათვალისწინებისა და დროული გამრიცხველიანებისთვის.




სიახლეები