ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო


2020-12-01

წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
 
ამჯერად, კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
 
დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება.
 
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი. პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს.
 
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.




სიახლეები