ოზურგეთის სოფლებში -ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში წყლის სისტემების მშენებლობას 12 მილიონი მოხმარდება


2020-11-17

წყალმომარგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველები, წინადადებების წარდგენას 22 - დან 27 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ.
სამუშაოების ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.

გამარჯვებულმა კომპანიამ, პროექტი 24 თვეში უნდა დაასრულოს.
აღნიშნულ სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები ასევე,გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, ჯამში 1 800 ადამიანზე მეტი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.




სიახლეები