სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობას 4 მილიონი მოხმარდება


2020-11-12

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემის მოწყობას გეგმავს.

სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 17 ნოემბერს დასრულდება .
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.

სამუშაოების ფარგლებში, სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით დაგეგმილია ჭაბურღილების, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა.
სოფლის ისტორიაში პირველად მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი.

სამუშაოების შედეგად ნატანების მოსახლეობა, ჯამში 2100 ადამიანი სტაბილური ,ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები