გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიას 400 ახალი თანამშრომელი ჰყავს


2010-09-14

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონებში 400 სამუშაო ადგილი შექმნა. დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად ახალ თანამშრომლებს შეხვდება.  შეხვედრაზე მათ საჩუქრად გადაეცემათ უახლესი გამოცემა – "წყალმომარაგების მომსახურების უახლესი მენეჯმენტი".

შეგახსენებთ, 10 ივნისს გამოცხადებულ კონკურსში 1 800 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.კონკურსის პირობების მიხედვით, მსურველს უნდა წარმოედგინა განაცხადი, სადაც მითითებული იქნებოდა რეგიონი და მისთვის სასურველი პოზიცია. საბუთების გადარჩევის შემდეგ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილმა კომისიამ 700 ადამიანს გაესაუბრა. კომისიის წევრები შეირჩნენ დარგების მიხედვით. საბოლოოდ, კომისიამ მხოლოდ 400 კონკურსანტს მისცა მაღალი შეფასება. ისინი სხვადასხვა რეგიონების სერვის ცენტრებში და რეგიონულ ფილიალებში დასაქმდებიან.  უახლოეს მომავალში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,  საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში დამატებით კონკურსს გამოაცხადებს, მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ისევე როგორც ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე ბოლო კურსის სტუდენტებს.




სიახლეები