კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას 4 მილიონი მოხმარდება


2020-10-18

რეგიონებში მოსახლეობის გაუმჯობესებული წყალმომრაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, კომპანიამ კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტს სახლემწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რეგიონში საგრძნობლად შემცირებულია წყლის დებიტი, რის შედეგად   მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. გარდა ამისა, დაზიანებულია     მილები და ხშირია წყლის დანაკარგები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქარელისა და კასპის მოსახლოება ,ჯამში 20 ათასზე მეტი ადამიანი გაუმჯებესებული, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები