სასმელი წყლის გამრიცხველიანება დაიწყო


2010-09-07

გაერთიანებული წყალმომრაგების  კომპანიისა და რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით საქართველოს მთელს რეგიონებში დაწესებულებების გამრიცხველიანების მასშტაბური აქცია დაიწყო. გორში მიმდინარე აქციას კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა პირადად დაესწრო. აქციის ფარგლებში ყველა ორგანიზაციას, დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სამსახურებს მიეცათ გაფრთხილება, რომ პირველ ოქტომბრამდე დააყენონ მრიცხველები,წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია  კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს (ფულადი ჯარიმის სახით).   სასმელი წყლის გამრიცხველიანებით  რეგიონებში წყლის სტაბილური მიწოდება აღდგება და რესურსის დანაკარგიც შემცირდება.




სიახლეები