კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 23-დან - 28 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 16 თვე ექნება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. არსებული ჭაბურღილი და რეზერვუარები ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა. რეზერვუარების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.