წითელმა ჯვარმა წყალმომარაგებისთვის უახლესი აპარატურა გამოყო
წითელმა ჯვარმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წყლის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგისათვის საჭირო, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი აპარატაურა გადასცა. აპარატურის გადმოცემის შესაბამის სერტიფიკატს ხელი მოაწერეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღანელმა პირებმა: უილიამ კორკილმა და იან ბონზონმა.
გადმოსაცემი აპარატურის რიცხვში შედის: მობილური ლაბორატორია საჭირო აღჭურვილობით; ჭაბურღილის კამერა აქსესუარებით, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობს; შემადუღებელი აპარატი; GPS–ის 6 ცალი წყლის მაკონტროლებელი აპარატი და გენერატორი.
აპარატურის გადმოცემა იმ მემორანდუმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიას შორის მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა.