ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა


2020-09-11

ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულებმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერსდასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე,მოხდება სოფელი ინგირის ტერიტორიაზე გამავალი წყალარინების არსებული კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ქსელის ჩართვა წყალარინების სისტემაში.

ქალაქ ზუგდიდში დანარჩენ ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უკვე მოეწყო, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სექტემბერში დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე მოხდება წყალარინების ქსელის მიერთება, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება, გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები და 54 000 ადამიანი წყალარინების სრულად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.




სიახლეები