თერჯოლაში პუშკინის ქუჩის მოსახლეობა წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს


2020-09-08

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ თერჯოლაში, პუშკინის ქუჩაზე არსებული წყლის ამორტიზებული მილის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.

პუშკინის ქუჩაზე ამორტიზებული მილის გამო, ხშირია წყლის დანაკარგების და ქსელის დაზიანების შემთხვევები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევს. მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 7-8 საათით მიეწოდება.

წყლის ხარჯისა და წნევის დანაკარგების გათვალისწინებით ძველი ამორტიზებული მილი სრულიად ახალი, პოლიეთილენის მილით შეიცვლება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, პუშკინის ქუჩის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

პროქტის სავარაუდო ღირებულება 160 000 ლარზე მეტია.




სიახლეები