მარნეულში, დევნილთა ახალი დასახლებისთვის წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა სრულდება
მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში დევნილთა ახალი დასახლებისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა 3 კმ -იან მონაკვეთზე წყალმომარაგების გამანაწილებელი და მაგისტრალური სისტემები. ასევე, მოეწყო წყალარინების 3 კმ-დე ქსელი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის პროცესი, რის შემდეგაც წყალმომარაგების კომპანია ახალი ქსელის ექსპლუტაციაში გაშვებას დაიწყებს.
კომპანია რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს გაწერილი გეგმის მიხედვით ახორციელებს.
გარდა ამისა, მარნეულში წყლისა და წყალარინების სისტემები, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობა შენდება, რომლის დასრულება მომავალ წელს იგეგმება.