თერჯოლაში, სოფელ გოდოგანის ორი უბნის მოსახლეობისთვის წყლის ახალი სისტემა მოეწყობა


2020-08-20

წყალმომარაგების კომპანიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში წყალწითელასა და მიმდებარე ცენტრალური უბნის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადების მიღება 9 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 11 თვეში უნდა დაასრულოს.

აღნიშნულ უბნებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა თვითნებურად მოწყობილი ჭებითა და წყაროებით სარგებლობს.

დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ოჯახებში ინდივიდუალურად დამონტაჟდება მრიცხველები. სამუშაოებს 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ გოდოგანის ორი უბნის 600-ზე მეტ მაცხოვრებელს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.




სიახლეები