ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა


2020-08-13

წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების განხორცილებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, ტენდერი გამოცხადდა დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. წინადადების მიღება 27 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის დასრულების შედეგად, 4 000-მდე ადგილობრივს ხარისხიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხარაგაულში გაზაფხულზე მომხდარი სტიქიის შედეგად არსებული წყლის სათავე ნაგებობიდან მომავალი მაგისტრალი დაზიანდა და წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატუმბო სადგურიდან ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სამი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. ასევე, მოეწყობა ახალი რეზერვუარი, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ წყლის სათავე ნაგებობას.
ხარაგაულის წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება




სიახლეები