სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყევტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სისტემების მშენებლობა იწყება


2020-08-11

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. პროექტი ითვალისწინებს სოფლების - ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა"   უახლოეს დღეებში დაიწყებს. კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისიწნებულია სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები