სოფელ ძველი ხიბულას წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
სოფელ ძველი ხიბულას წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.
დღეის მდგომარეობით, სოფელ ძველ ხიბულაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი.
პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.