საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა
საქართევლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი მედიატური გამართა. კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებს სამეგრელოს რეგიონში წყალმომარაგების დასრულებული და მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები გააცნო.
ჟურნალისტებმა ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე უკვე დასრულებული ობიექტი მოინახულეს, დაათვალიერეს სატუმბი სადგური და ის რეზერვუარი, საიდანაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგება. მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში რეზერვუარების მშენებლობასაც გაეცნენ, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ასევე ანაკლიაში კანალიზაციის პირველი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მოინახულეს.
ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის, ფოთისა და ზუგდიდის წყალმომაარგების პროექტებისთვის ჯამში 122 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
გიორგი კობერიძემ მედიის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის საქმიანობის, განხორციელბული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. კომპანიის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მიღწეული სამუშაოების შედეგებსა და 2017-2018 წლებში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე შეეხო კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებულ თანამშრომლობის, წლის ხარისხისა და მონიტორინგის საკითხებს. პრეზენტაციის პარალელურად ფოტო მასალების გამოფენა მოეწყო, სადაც ასახული იყო პროექტის დაწყებამდე არსებული ვითარება და განხორციელებული სამუშაოების შედეგები.
მედიატურის განმავლობაში კომპანიის დირექტორმა ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.