გიორგი კობერიძე ამერიკული კომპანია ,,LOUIS BERGER’’-ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ამერიკული კომანია "Louis Berger"-ის ვიცე პრეზიდენტთან სლავ მარჟანოვიჩთან შეხვედრა გამართა.
უცხოური კომპანია 1950 წლიდან ოპერირებას უწევს წყლისა და წყალანირების პროგრამების განხორციელებას მსოფლიოს მასშტაბით.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ, შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო კომპანიების ძირითადი საქმიანობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
სლავ მარჟანოვიჩმა გიორგი კობერიძეს მიაწოდა ინფორმაცია მათი პროგრამის ძირითადი ნაწილის შესახებ, რომელიც მოიცავს ინსტიტუციების გაძლიერებას, რაც მიმართულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისკენ.
"Louis Berger"-ის საქმიანობა ფარავს პროექტის განხორციელების სრულ ციკლს წყლისა და წყალანირების სექტორში. მათ შორის, წყლის რესურსების მართვა, მიწოდება, შენახვა და კანალიზაციის წყლების მოწესრიგება .
შეხვედრის დასასრულს, "Louis Berger" -ის ვიცე-პრეზიდენტმა გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.