ანასეულის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემების მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება


2020-07-07

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს.

წყლის სისტემის მშენებლობის 70 % -მდე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში უკვე გაკეთდა ახალი გამანაწილებელი და სადაწნეო ქსელები. ასევე, დასრულდა ერთი ახალი რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობისა და ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოები.

ანასეულში, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალმომარაგების კუთხით პრობლემები იქმნება. ასევე, სასმელი წყლის დებეტის სიმცირის გამო ბოლო წლებია მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები