მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა დაიწყება


2016-12-19

ფინანსთან სამინისტროში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის საპროექტო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა ესწრებოდნენ.
პროექტი მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია/მშენებლობას გულისხმობს.
ხელშეკრულება „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა -პროექტი 6“ ითვალისწინებს, რომლის განხორციელების მიზნით სასესხო შეთანხმებას დღესვე ხელი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის 99 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

 

 




სიახლეები