ცაგერში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს


2016-12-01

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ცაგერში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები, კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერა, ქალაქში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. პროექტის ფარგლებში, ვაჟა ფშაველას და წერეთლის ქუჩების 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც მოხდება წყლის ახალი მილების განთავსება და მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა.

ამორტიზებული ქსელის შედეგად გამოწვეული ხშირი დაზიანებები იწვევდა ცაგერის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების შეწყვეტას. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს საკუთარი სახსრებით აწარმოებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ათეულობით ოჯახს წყალმომარაგების შეფერხებით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდება და სტაბილური წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.




სიახლეები