აზიის განვითარების ბანკის მისია საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო


2016-11-25



ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგელბში, ADB-ის მისია იმ მასშტაბური წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს რეგიონებში ფინანსდება. საფინანსო ინსტიტუტის დელეგაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიასა და ქუთაისში მშენებარე სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებიც მოისმინა. ასევე, უცხოური დელეგაციის წევრებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და უცხოელი საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, დღემდე ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა, პრობლემური საკითხები და პროექტით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპებიც განიხილეს. საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა საერთო ჯამში 500 მილიონი დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.




სიახლეები