ზუგდიდის მოსახლეობას წყალარინების ახალი, ცენტრალიზებული სისტემა ექნება


2016-11-04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და გერმანული კომპანია ,,Ludwig Pfeiffer“-ის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ სეიდლერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ზუგდიდის წყალარინების ქსელების მშენებლობის შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ-ი წყალარინების ქსელის მოწყობას. კონტრაქტორი კომპანია ინფრასტრუქტურულ სამუშოებს 2016 წლის ნოემბერში დაიწყებს.

ზუგდიდის მოსახლეობის 60%-ი წყალარინების სისტემის არარსებობის გამო დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით, რაც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქში მოეწყობა წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

პროექტი, რომლის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 84 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.
,,Ludwig Pfeiffer“-ს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის გერმანიაში, დრეზდენის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, საფრანგეთში, ვერსალის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.




სიახლეები